Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რევაზ ჭანტურიას მონოგრაფიების - „ბასკური ენის ნარკვევი“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სს ინსტიტუტი და თსუ აკადემიკოს შოთა ძიძიგურის სახ. ბასკოლოგიის ცენტრი გამართავენ მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფ. რევაზ ჭანტურიას მონოგრაფიების - „ბასკური ენის ნარკვევი“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“ ერთობლივ პრეზენტაციას.

 

წიგნების წარდგინება ჩატარდება ა/წ 7 ივლისს, 12-00 სთ.-ზე.

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსის მუზეუმი (მეორე სართული)